შავი ზღვის უსაფრთხოება და მონტროს კონვენცია

05.04.2021 04:46

დაკავებების სერია თურქეთში. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები ოფიციალური ანკარას ახალი ინიციატივის წინააღმდეგ. მონტროს კონვენციას, რომელიც შავი ზღვის დემილიტარიზაციას უზრუნველყოფს, შესაძლოა თურქეთმა სტატუსი შეუმციროს. საუბარია შავი და მარმარილოს ზღვების დამაკავშირებელი ახალი არხის მშენებლობაზე, რომელსაც საერთაშორისო კონვენციები არ შეეხება და სამოქალაქო გემებთან ერთად შეზღუდული ვადები არც სამხედრო გემებისთვის იქნება განსაზღვრული. ახალი პროექტის დაწყების შემდეგ თურქეთში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანამ მონტროს კონვენციაც დატოვოს. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების პროტესტს თურქეთის ხელისუფლებამ დაკავებებით უპასუხა. დაპატიმრებულებს შორისაა გადამდგარი ადმირალი, რამაზან გურდენიზი, რომელიც თურქეთის ახალი საზღვაო დოქტრინის, „ლურჯი სამშობლოს“ ერთ-ერთი ავტორია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო