უსაფრთხოების ფორუმი

05.10.2018 02:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე რეგიონული უსაფრთხოების მესამე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“ - ფორუმის მიზანია, რეგიონში ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეწყობა, ასევე,  გლობალური და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები; საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ძალისხმევა ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებისთვის; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირება და რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub