ევროკავშირის სესხი - პოლიტიკური შეფასებები
ევროკავშირის სესხზე უარი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. ევროკავშირის განცხადების გამო, ხელისუფლების პირველ პირებს განმარტებების რეჟიმში უწევთ ყოფნა. ვერსიას, რომ მთავრობამ საგარეო ვალის შესამცირებლად 75-მილიონიან სესხზე თავად თქვა უარი, მმართველი გუნდი მყარად იცავს. ეს პოზიცია ხალხის მოტყუების მცდელობაა ოპოზიციისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ მმართველმა პარტიამ ბრიუსელიდან სესხზე უარს გამოგონილი მიზეზით დაასწრო. ევროკავშირის წარმომადგენლობის შემდეგ დღეს უკვე ევროპარლამენტარმაც თქვა, რომ საქართველო მორიგ სესხს რეფორმების არასაკმარისად შესრულების გამო, ვერ მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტები საგარეო კურსის შეცვლაზე იწყებენ საუბარს. ამ კონტექსტში პოლიტიკოსებს შორის განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა პრემიერის დღევანდელი გამოსვლა, სადაც მან ვიოლა ფონ კრამონის საკმაოდ მწვავე შეფასებაზე საპასუხოდ პირდაპირ თქვა, რომ მისი უფროსი არა ევროპარლამენტარი, არამედ ქართველი ხალხია. მმართველი გუნდი ევროკავშირთან ცალკეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას არ უარყოფს, თუმცა პირობას დებს, რომ 2022 წლის გაზაფხულისთვის შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმა მიღებული იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ევროკავშირისგან სესხის აღებაზე უარს ამბობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის დახმარება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უარი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სესხი
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე - 1 სექტემბერი, 2021 წელი
TV IMEDI
"ქრონიკის" შეკითხვებს დავით ზალკალიანი პასუხობს
TV IMEDI
ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცედურები
CSRDG საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
პრეზიდენტის განცხადება და პრემიერის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster