დაბრუნება სვანეთში 25 წლის შემდეგ - მშობლების ნაოფლარი რომ არ დაგვენგრია

08/01/2020

© https://mtisambebi.ge/ - „1987 წელს დიდთოვლობა იყო, სვანეთში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მაშინ გაგვიყვანეს აქედან. ჩვენ გარდაბნის რაიონში, ჯანდარაში მოვხვდით. დაიცალა სვანეთი. 25 წელი ვიცხოვრეთ გარდაბანში, მაგრამ ვერ შევეგუეთ. ცეცხლი რომ არ ინთება სახლში, ფუჭდება, ზიანდება. ამისათვის დავბრუნდით სვანეთში, რომ შემენარჩუნებინა ეს, დედ-მამის ნაოფლარი რომ არ დამენგრია. რუსეთს რომ ომი არ დაეწყო, ჩვენ და აფხაზები ვიყავით და ვიქნებოდით ბედნიერად. კოდორის ხეობაც წაგვართვეს. ქვეყნის 20 % დაიპყრო, ამდენი ვაჟკაცი შეიწირა. დღეს აფხაზეთში არ გვიშვებენ. ეს საქმეა? ამიტომ არ მიყვარს რუსეთი“ - ბუთული ხარძიანი და თამარა ჩარქსელიანი - სოფელი კალა, ზემო სვანეთი.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან