პანდემიური ეკონომიკა - ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში

22.07.2021 06:45

პანდემიის მართვის გამო ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება ეზრდება. ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. სწორედ „კოვიდ-19“-ის სწრაფი გავრცელების ფონზე გაზრდილი ხარჯები გახდა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირების ერთ-ერთი ფაქტორი. ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად დამატებით 446 მილიონი ლარი გამოიყო. ბიუჯეტის გადახედვის მთავარი მიზეზი კი ბოლო თვეებში გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლებია. თუ წლის დასაწყისში დოკუმენტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი, ახლა ეს პროგნოზი 7.7%-ს შეადგენს. ცვლილებების განხილვას ოპოზიციის ნაწილი საერთოდ არ დასწრებია. ხელისუფლების ოპონენტები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილ კორექტივებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: