აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თბილისში
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დღესვე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამმხრივი მინისტერიალი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯან...
თავდაცვის სამინისტრო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიცია...
Irakli Garibashvili
საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მიწა მ...
Zaza Tsotniashvili