დღეს თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" ეკო-პროექტის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი ახორციელებდა. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 13-დან 15 წლამდე ბავშვები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს დაცული ტერიტორიები, ეკო პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ხუთ ქალაქში ეწყობა, როგორც თემატური ასევე პრაქტიკული შეხვედრები, რომელიც მცენარეების დარგვასა და სხვადასხვა აქტივობებს ითვალისწინებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1dSAI0K
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1dSAI0K