ვიზიტი თელავში

12/24/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მრჩევლები მანანა ბერიკაშვილი და გიორგი გეგეჭკორი ოფიციალური ვიზიტით თელავში იმყოფებოდნენ.

მათ დაათვალიერეს თელავის ბატონის სასახლეში განხორციელებული და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოები. ასევე მოინახულეს ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა და თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. მინისტრი შეხვდა სასწავლებლების ხელმძღვანელებსაც და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან