შეხვედრა ფერმერებთან


აგრარული ნარჩენების და ქარსაცავი ზოლის გადაწვის შემთხვევაში ჯარიმები გამკაცრდება, კანონდარღვევის მიმართ კი გამოყენებული იქნება რადიკალური ზომები. ასეთი მესიჯი მიიღეს დღეს ხელისუფლებისგან დედოფლისწყაროელმა ფერმერებმა.

ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ სახნავ-სათესი ფართობების მასიური გადაწვის შემთხვევებიდან გამომდინარე, დღეს ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა განუმარტეს, რომ სასოფლო ფართობების გადაწვა გაუდაბნოებისკენ მიმართული ქმედებაა და შეიცავს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს.

ფერმერები ამბობენ, რომ მხოლოდ კანონის გამკაცრებით პრობლემა არ გადაიჭრება და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, თუმცა ისინი თანხმდებიან, რომ ნიადაგის გადაწვა მოსავლიანობის გაზრდას ხელს არ უწყობს.

საკითხს საქართველოს პირველმა არხმა ვრცელი სიუჟეტი გუშინ მიუძღვნა. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის ახალ მედიაპლატფორმაზე „მოქალაქე რეპორტიორი“ ვიდეომასალა მომხმარებელმა ატვირთა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან