შეხვედრა ფერმერებთან


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთში, ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდნენ. შეხვედრა გურჯაანში კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც დაესწრო. უწყებების ხელმძღვანელებმა ბოლო დროს ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და უსაფრთხო ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან