თბილისში შენობის დემონტაჟის დროს გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ითხოვს
თბილისში, დიდუბეში სახლის დემონტაჟის დროს შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი მუშა ჯგალის მკვიდრი 31 წლის ნუკრი სალიაა. ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისა და დაკრძალვის სახსრები არ გააჩნია. გარდაცვლილი ამჟამად რუსთავის პროზექტურაშია გადასვენებული. „გამაგებინეთ, როგორ იყო ასეთი დაუცველი შენობა, 4 ადამიანი რომ ჩამოვარდა... გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა, მეოთხეს ახლა ველოდებით. ვთხოვთ ყველას, ვისაც ევალება, დაგვეხმაროთ და გვერდში ამოუდგეს ამ გაჭირვებულ ოჯახს“, - თქვა გარდაცვლილის ბიცოლამ ნათელა ესებუამ. ისინი დახმარებას აღნიშნული კომპანიის მფლობელებისა და ხელისუფლებისგან ითხოვენ. გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა სოფლის გამგებელი. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს დახმარებას შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს. “ჩვენ გადმოსვენების ხარჯებს დავფარავთ და ერთჯერადადაც დავეხმარებით. რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“, - აღნიშნა გამგებელმა მერაბ კვარაცხელიამ. ნუკრი სალია ჯგალიდან თბილისში სამუშაოდ, დაახლოებით, 8 წლის წინ წავიდა. გარდაცვლილს ფეხმძიმე ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ისინი თბილისში, ნაქირავებ ბინაში წლებია ცხოვრობენ. დიდუბის გამგეობაში ამბობენ, რომ კომპანია „Royal Group”, რომელიც სამუშაოებს ახორციელებდა, ზედამხედველობის სამსახურმა რამდენჯერმა გააფრთხილა. „ბოლოს ორშაბათს მიიღეს გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, არ იყო მოწესრიგებული ეს საკითხი. მიმდინარეობს ექსპერტიზა და დაიდება დასკვნა, იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები “, - აცხადებენ გამგეობაში. რადიო „ათინათი“ სამშენებლო კომპანია „Royal group”-თან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, დაწესებულებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტროში გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. დიდუბეში დღეს დილით შენობის დემონტაჟის დროს შენობის კედლის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში 4 მუშა მოყვა, მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენები კი სხვადასხვა დაზიანებით თბილისის საავამდყოფოებში მკურნალობენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
შენობის დემონტაჟისას ნანგრევებში სამი მუშა მოყვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორია დიდუბეში შენობის დემონტაჟის დროს დაშავებულების ჯანმრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფურცელაძის 17
Domenikos Greco
პარტია „ქართული არჩევანის“ აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შენობა-ნაგებობების დემონტაჟი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შენობა-ნაგებობების დემონტაჟი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster