ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

30.12.2020 06:44

ყველაზე მძიმე წელს ქვეყანა გაუმჯობესებული კოვიდ-სტატისტიკით აცილებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიურად კლების ტენდენცია ნარჩუნდება. დღიური მაჩვენებელი ამჯერად 2 000-ს ჩამოსცდა. 1 738 ახალი შემთხვევა 14 000-ზე მეტი ტესტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა. მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა. ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში 5 480 ადამიანი მკურნალობს. დღეს ცნობილი ხდება, რომ სამი მაღალეფექტური ვაქცინიდან საქართველოს ბრიტანული „ასტრაზენაკას“ მიღების ყველაზე დიდი შანსი აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: