IRDA - ტყავის აქსესუარები ანაკლიელი ახალგაზრდა ქალისგან

29.12.2021 03:15

ანაკლიის მკვიდრმა ირინა ყორშიამ საკუთარი ბიზნესი 5 წლის წინ წამოიწყო. თავდაპირველად, სამკაულებს სუტაჟის თასმით ქმნიდა. ბაზრის მოკვლევის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ტყავის აქსესუარების დამზადებაზე გადასულიყო. ხელნაკეთი ჩანთები,
საფულეები და ქამრები - დღეს ირინას ნამუშევრებს, რომელსაც მომხმარებლები IRDA-ს სახელით იცნობენ, მარტივად ამოიცნობთ. აქსესუარებს უკვეთავენ, როგორც ადგილობრივები, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტები. ახალგაზრდა მეწარმე ქალი ამბობს, რომ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებლებიც ხშირად ეხმიანებიან, მათ შორის, ეთნიკური აფხაზები.

რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / radioatinati.ge  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება:
Compania