ჯოჯოხეთზე

09/12/2012

ჯოჯოხეთზე ხშირად ამბობენ,რომ ღმერთი თითქოს აგზავნის,თითქოს სჯის.ეს არის ცილისწამება ღმერთზე,რომელიც სიყვარულად იწოდება.ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი,ჯოჯოხეთს თავად ადამიანი ქმნის,როცა იგი უარს ამბობს ღმერთთან ერთობაზე,როგორც სიცოცხლის წყაროსთან და სიყვარულთან ერთობაზე,პიროვნულ ურთიერთობაზე ღმერთთან უარს ამბობს და არის რა შემოქმედი,იგი ქმნის თავის წარმოსახვაში,თავის სამყაროს,ცხოვრობს საკუთარი სიმართლით
და გარდაცვალების შემდეგ აი ამ მდგომარეობით გადის,იგი ქმნის საკუთარ სამყაროს, სადაც ღმერთისთვის ადგილს არ ტოვებს.ღმერთი არასოდეს არ ძალადობს ჩვენზე,ეს საღვთო თვისებაა და როცა შენ,ადამიანი,ქმნი შენ საკუთარ სამყაროს ღმერთის გარეშე,ეს საკუთარი სამყარო,შენს მიერ შექმნილი,სადაც ღმერთისათვის ადგილი არ მოიძებნება(იმიტო რომ შენ ეს არ გინდა)არის სწორედ ჯოჯოხეთი.ყოველი ადამიანის გულთან ვდგავარ და ვრეკ ეგების ვიღაცამ მისმინოსო,მაცხოვარი ამბობს გამოცხადების წიგნში და ეს ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ,ჩვენ,ჩვენთვითონ ვიქმნით ჩვენს მომავალს და ღმერთი,თუ ჩვენ ნებას მივცემთ, ჩამოვა ჩვენს ჯოჯოხეთში,ჩვენს სულის უფსკრულებში და იქიდან აღმოგვიყვანს და გადაგვარჩენს და მთელ ჩვენ არსებას განწმენდს.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე


მართლმადიდებელი ეკლესიის ხმად და დოგმატურ სწავლებებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული დოგმატები და აგრეთვე \"consensuns partum\" ( მამათა თანხმობა), ანუ როდესაც სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა წმინდანნი, ერთხმად და აზრთა სხვადასხვაობების გარეშე თანხმდებიან რაიმე სწავლებაში. ამ შემთხვევაში ესეც ითვლება საეკლესიო სწავლებად, რომელიც არის შეუმცდარი.

Ответ А.И. Осипова на обвинение в ереси апокатастасиса
   • Video

ვიდეოები „შემეცნებითი ბლოგი"-ისგან