895

#საქართველო #ისტორია #შემეცნებითი „1982 წელს, 13 აგვისტოს მე და დედა ვიყავით „კომუნისტის“ რედაქციაში. მიტანილი მქონდა პრობლემური ნარკვევები დუშეთის რაიონში მომხდარ მეტად მძიმე დანაშაულებზე. 14 აგვისტოს ვაჟაობაზე ვიყავით დედა-შვილი. გადავწყვიტე, სიტყვით გამოვსულიყავი და ვითხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელისგან, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით გაოგნებული საზოგადოების თვალწინ, დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს...“ ეს არის ფრაგმენტი ახალგაზრდა ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის დღიურიდან, რომელსაც ის, დაპატიმრების შემდეგ, საბჭოთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წერდა. ნაზი შამანაურის სახელი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გააქტიურებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ გაახმაურა. მთელმა საზოგადოებამ შეიტყო უსამართლობასთან მებრძოლი ჟურნალისტი ქალის შესახებ, რომელიც საბჭოთა სისტემამ მკაცრად დასაჯა. ნაზი შამანაური არ იყო დისიდენტი, თუმცა მთელი არსებით პატრიოტი იყო და სამშობლოსთვის მსახურების მთავარ იდეალად სამართლიანობისთვის ბრძოლა მიაჩნდა. მისი სიცოცხლის უკანასკნელი ტრაგიკული ეპიზოდი საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეზე და იმ ჯოჯოხეთზე მოგვითხრობს, რასაც საბჭოთა ფსიქიატრიული საავადმყოფო ერქვა... ️️️️️️️️️️️️️️️️️ თანამშრომლობისთვის მოგვწერეთ: [email protected] ️️️️️️️️️️️️️️️️️ ფეისბუქი: /   / fotoretrospective   ინსტაგრამი / https://t.ly/HN38N ტიკტოკი / https://t.ly/JxrHD

გაზიარება: