სამართალდამცველებმა ორ კილოგრამამდე კოკაინი ამოიღეს

25.07.2021 00:33

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაახლოებით ორ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.  გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოტანა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: