ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში სტაბილურია, ახლა მთავარი ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა. ვირუსთან ბრძოლის მთავარ საშუალებად კი, კვლავ იმუნიზაცია რჩება. ქვეყანა ჯერ ისევ ვაქცინის მოლოდინშია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს პირველ არხთან ამბობს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მწარმოებელთან ერთდროულად მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირაში ვაქცინის საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი გახდეს ცნობილი. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად, ფაქტობრივად ვაქცინის მსოფლიო ომშია ჩართული.

მარიამ სეთურიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან