გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა

03.11.2016 04:00

3 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე არტისტის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. 1967 წელს გოგი ალექსი-მესხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1975-92 წლებში იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. 1996 წლიდან მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰემფშირის შტატში. ის დორტმუტის კოლეჯის თეატრალური სცენოგრაფიის კურსს უძღვება, რისთვისაც ხელოვნების ფაკულტეტის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო. გოგი ალექსი-მესხიშვილი სხვადასხვა სახელმწიფო თუ სახელობითი ჯილდოს მფლობელია. მთელი შემოქმედებითი გზის მანძილზე მიღებული აქვს: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (,,კავკასიური ცარცის წრე”, 1975წ.); სახალხო მხატვრის წოდება (1981წ.); იგი თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი და რუსეთის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრია. გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მსოფლიოს თეატრების წამყვან სცენებზე იყო წარმოდგენილი. 1999 წელს ის მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეში, ხოლო 2011 წელს, სხვადასხვა თემატიკის ინსტალაციებით, პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მრავალ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში. გოგი ალექსი-მესხიშვილი კვლავაც განაგრძობს მუშაობას მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. გამოფენა 2016 წლის 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11 http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა
04:35

გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა

culturegovge culturegovge

გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა
02:25

გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა

PalitraNews

გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა
12:59

გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა

კომუნიკატორი / C სტუდია

C სტუდია - გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა / Mercedes-Benz Fashion Week თბილისში
55:38

C სტუდია - გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა / Merc...

გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა გაიხსნა
01:02

გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა გაიხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა გაიხსნა
02:33

გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა გაიხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა
01:06

გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკ...

culturegovge culturegovge

გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა
13:54

გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკ...

TV IMEDI

ყველა ვიდეო