ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს \"აზიის განვითარების ბანკი\" აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად სამუშაოები გუბერნატორმა ლევან შონიამ, მისმა მოადგილემ დავით კოდუამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობით 1 000-ზე მეტი ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/
ვიდეო: სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის პრესსამსახური