მეუფე შიომ მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა

01.03.2020 01:20

საქართველოს საპატრიარქო ზიარების წესს არ შეცვლის. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ  ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ  ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და სიმართლე არ აღმოჩნდა. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, დღეს, სამების ტაძარში, მეუფე შიომ იქადაგა და მიტევებაზე ისაუბრა.  წირვის დასრულების შემდეგ კი, კომენტარი გააკეთა კუმურდოსა და ახალქალაქის მეუფე ნიკოლოზმა, რომელმაც განაცხადა, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების შესაძლებლობას საპატრიარქო არ განიხილავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: