საქართველოს პირველი არხი 65 წლის გახდა


65 წელი თქვენთან ერთად. საქართველოს პირველი ტელევიზია დღეს იუბილარია.

1956 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე განთავსებული ტელეხედვის სტუდიიდან ქართული სატელევიზიო ისტორიის ათვლა დაიწყო. მას შემდეგ ჩვენი არხი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის თანამონაწილე და ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანეა. წლებთან ერთად სატელევიზიო პროგრამა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, იხვეწება ტექნოლოგიები და იზრდება მაყურებელთა რაოდენობა. მოვლენების სიზუსტით და ობიექტურად გაშუქება, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი საინტერესო შემეცნებით-გასართობი გადაცემების შეთავაზება ტელევიზიის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია. წინ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სიახლე და წამოწყებაა. გეგმაშია ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესის დასრულება და ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში გადასვლა. მომავალი შენობის საძირკველში შარშან ზუსტად ამ დღეს სიმბოლური კაფსულა ჩაიდო, დღეს კი მთავარი შენობის კარკასი უკვე დასრულებულია და 2023 წლიდან პირველი არხი მისამართს შეიცვლის. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან