ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ნაცნობობის ხათრით. 16+

07/29/2020
Meri Tarielashvili-ის მიერ

\"ჩვენი ნაცნობობის ხათრით\" ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზაა, რომელსაც გაგრძელებად თხოვნა მოყვება, რომელზეც უარის თქმის შემთხვევაში თავს უხერეხულად გრძნობთ. სურვილი - მოსწონდე სხვებს, იყო კარგი მეგობარი, ნათესავი - გვაკეთებინებს სხვებისთვისს ყველაფერს. ეს პრობლემა საერთოდ არ იქნებოდა ამ დროს საპასუხო მხარდაჭერას, სიკეთეს რომ იღებდეთ - მაშინ ეს ძალიან სამართლიანი გაცვლაა, მაგრამ მანიპულატორის ქცევა გულისხმობს, რომ თქვენ მას ყველაფერი, ხოლო ის თქვენ - არაფერი.
სანამ ამ საკითხს არ გავაცნობიერებდი და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე არ დავფიქრდებოდი, მუდმივად ვბრაზობდი საკუთარ თავზე, როცა სურვილი \"იყო კარგი\" მასრულებინებდა სხვების თხოვნებს, თუნდაც იმის ფასად, რომ საკუთარი საქმე და ინტერესები უკან ჩამომეტოვებინა.
დღეს უკვე ძალიან მახარებს, როცა ჩემი ნაცნობები და მეგობრები რამეს მთხოვენ, რადგან ახლა უკვე სხვა თვალით ვუყურებ ამ საკითხს და ვისწავლე მსგავსი სიტუაციების მართვა ორივე მხარის სარგებლის გათვალისწინებით.

გაქვთ დამატებითი იდეები? დააკომენტარეთ.

#მანიპულაცია #ფრთხილადმანიპულატორია #სინერგია #მოტივაცია #კომუნიკაცია