მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა / როგორ უნდა მივიღოთ კომპენსაცია

05/23/2020
Meri Tarielashvili-ის მიერ

#კომპენსაცია #კორონავირუსი #დასაქმება #უმუშევრობა #კარიერა

კორონა ვირუსის პანდემიის გამო ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ხალხს დახმარება სჭირდება. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ რთულ შედეგებთან საბრძოლველად კომპენსაციის ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც უკვე მუშაობს.

გადავწყვიტე ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო და ხალხს გავუმარტივო კომპენსაციის მიღების პროცესი, შემდეგ კი დავეხმარო საკუთარი კარიერის დაგეგმვაში, კომპეტენციების გაუმჯობესებასა და დასაქმებაში.

ვიდეოში განხილულია კომპენსაციის მიღების პირობები, რეგისტრაცია, საჭირო დოკუმენტაცია, რაც გამოგადგებათ სასურველ კითხვებზე პასუხების მისაღებად.

ვიდეო მომზადებულია შემდეგ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით:
https://www.moh.gov.ge/uploads/files/...
https://www.moh.gov.ge/uploads/files/...
https://matsne.gov.ge/ka/document/vie...
https://www.moh.gov.ge/ka/news/5142/

დამატებითი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ:
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრი - ტელ: 2 299 299 [email protected] https://www.rs.ge//
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ტელ: 1505 [email protected] https://www.moh.gov.ge/

ვფიქრობ, ვიდეო ბევრ ადამიანს გამოადგება, ამისთვის თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. რადგან ჩემი არხი ჯერ ახალია და ბევრმა არ იცის მის შესახებ, გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია, რითაც თქვენ წვლილს შეიტანთ სხვა ადამიანების წარმატებაში.

კომენტარებში ველოდები თქვენს უკუკავშირს!

მადლობა მხარდაჭრისთვის! ერთად ჩვენ შევძლებთ ყველაფერს.

ვიდეოები „Meri Tarielashvili"-ისგან