„გენდერული ბიუჯეტირება საქართველოში\",-ამ თემაზე დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" „მუნიციპალიტეტის მომსახურების უზრუნველყოფის ასოციაციამ\" ტრენინგი ჩაატარა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრი ქალები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრაზე განხილული იყო ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბიუჯეტის დაგეგმვისას ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში ყველაზე აქტუალურია. პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითრდეს ბიუჯეტი და ჩაიდოს მასში გენდერული ინდიკატორები. ტრენინგები „გაეროს ფონდის\" მხარდაჭერით იმართება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1i1Rrz9
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1i1Rrz9