„ევროპული საქართველოს“ ბრიფინგი


პარტია „ევროპულ საქართველოში“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურებიან. საუბარია დასკვნაზე, რომელშიც წერია, რომ 2017-2018 წლებში, ზუგდიდის მერიამ, ხარვეზებით შესრულებული ან დაუსრულებელი სოციალური საცხოვრებელი სახლები ჩაიბარა, დაფინანსება კი მაინც გასცა. „ევროპული საქართველოს“ წევრი,  ლელა ქებურია ამ კონკრეტულ შემთხვევაში კორუფციული გარიგების ნიშნებზე საუბრობს. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მშენებლობის დარღვეული ვადების უცნობი მიზეზებით გახანგრძლივება ხდებოდა.  დღევანდელი მოცემულობით კი, ქებურია ამბობს, რომ 47 სახლიდან 17 ხარვეზებითაა შესრულებული, ორის მშენებლობა ჯერ კიდევ დაუსრულებელია, სამ სახლში კი ადამიანები არ ცხოვრობენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბენეფიციარები არასწორად იყვნენ შერჩეულები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან