„ევროპული საქართველოს“ ბრიფინგი

13.08.2021 01:27

„სოციალური მაშველი“ - „ევროპული საქართველო“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. როგორც პარტიაში განმარტავენ, სოციალურად დაუცველებს სხვადასხვა სახის  კონსულტაციას გაუწევენ. „ევროპულ საქართველოში“, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლაზე საუბრობენ. ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ ინფორმაცია კორუფციასთან დაკავშირებით, ან  პოლიტიკური ნიშნით შეუწყვეტენ სოციალურ დახმარებას ან სამსახურიდან დაითხოვენ, სამართლებრივ დახმარებასაც ჰპირდებიან. გარდა ამისა, პარტიაში ამოქმედდება სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს შეეძლება დარეკვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: