აზოვის პოლკის წარმომადგენლების განცხადებით, მტერი „აზოვსტალის“ ტერიტორიის შტურმს აგრძელებს. მათი თქმით, მთელი 80 დღის განმავლობაში ოკუპანტები მარიუპოლის დამცველებს საავიაციო ბომბებით, არტილერიით და ტანკებით უტევს. ასევე იყენებს ქვეითების დიდ რაოდენობას უკრაინული პოზიციების შტურმის მცდელობებისთვის. უკიდურესად მძიმე ვითარების მიუხედავად, დამცველები, ადამიანური მსხვერპლის ფასად იგერიებენ დამცველთა პოზიციების გარღვევების მცდელობებს და ანადგურებენ მოწინააღმდეგის შენაერთებს.
ამ დრომდე ოკუპანტები უარს ამბობენ მარიუპოლის მცველების ნეიტრალურ ქვეყანაში გაყვანის პროცედურებზე და მათ საარტილერიო და სარაკეტო იერიშებით ბომბავენ.
თავის მხრივ, „აზოვის“ პოლკში ამბობენ, რომ მათ საერთო ჯამში 6 000 რუსი სამხედროს, მათ შორის ერთი გენერლის განადგურება შეძლეს. მათი ცნობით, განადგურდა 78 ტანკი, ას ერთეულზე მეტი ჯავშანმანქანა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით, ოკუპანტებთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მოლაპარაკებებში მიწვეულია ყველა, ვინც შესაძლებელი იყო. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, საუბარია 60 ადამიანის გადარჩენაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე და არა 38-ის, როგორც ეს მანამდე გავრცელდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.