ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

30.11.2020 08:19

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება ჯერ ვერ ხერხდება.

მკაცრი შეზღუდვების პირველი ეფექტი 10 დეკემბრისთვის გამოჩნდება. მანამდე კი ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი სამიდან 4 000-მდე ფარგლებში მერყეობს. დღეს ქვეყანაში კიდევ 3 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გუშინ მხოლოდ 8 000 „პისიარ“-ტესტია ჩატარებული. ამ მომენტისთვის საქართველოში  20 300 ინფიცირებული ადამიანია, რაც დღემდე გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში მოქმედი 85 კოვიდ-კლინიკის დიდი ნაწილი გადატვირთულია, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საწოლ-ფონდის არარაციონალურად გადანაწილება სახელდება. საავადმყოფოების განტვირთვის მიზნით ახლა აქცენტი კოვიდ-სასტუმროების შესაბამისი ინფრასტრუქტურით გაძლიერებაზე კეთდება, რათა საშუალო სიმძიმის პაციენტები სწორედ კოვიდ-სასტუმროებში განთავსდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi