მკვლელობა ნინოწმინდაში

04.12.2018 00:35

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სახლი თანასოფლელებმა გადაწვეს. დაახლოებით 300–მდე კაცმა მკვლელობაში ბრალდებულის ავტომანქანებსაც წაუკიდეს ცეცხლი. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 3 დეკემბერს ფოკაში, სოფლის ცენტრში, 33 წლის კაცი თანასოფლელმა მოკლა. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: