მკვლელობა ნინოწმინდაში

05.12.2018 00:48

სოფელ ფოკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, სოფელ ფოკაში შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ.მ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდას ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: