ელენე ხოშტარიას შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

04.09.2020 01:00

ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიციის დეცენტრალიზებისა და შერიფების არჩევითობის ინიციატივას განიხილავს. ოპოზიციის ინიციატივით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოხდება სამართალდამცავი სისტემის სრული დეცენტრალიზება და ხალხი საკუთარი რაიონის შერიფს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით აირჩევს. ელენე ხოშტარიას თქმით, მსგავსი მასშტაბური რეფორმის განხორციელების პროცესში, არასამთავრობო სექტორისა და სფეროს სპეციალისტების აზრი, ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: