მარიამ  ჯიშკარიანმა სტრასბურგის სასამართლოში 2009 წელს გასაჩივრებული საქმე მოიგო


მარიამ  ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ცენტრი \"ემპათიას\" ხელმძღვანელმა 2009 წელს გასაჩივრებული საქმე მოიგო.

ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საუბარია 2005 წელს, მის მიერ გაკეთებულ საექსპერტო დასკვნებზე, რომელითაც იკვეთებოდა, რომ სხვადასხვა მსჯავრდებულების მიმართ ირღვეოდა უფლებები.

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ, მას იმ დროინდელი იუსტიციის მინისტრი, კოტე კემულარია დაუპირისპირდა და ჯიშკარიანი ღიად დაადანაშაულა კორუფციაში. მარიამ ჯიშკარიანმა რეპუტაციის შელახვისთვის მინისტრს ადგილობრივ სასამართლოებში უჩივლა, თუმცა, არც ერთმა ინსტანციამ მომჩივანი დაზარალებულად არ ცნო.

2009 წლიდან კი ცენტრის ხელმძღვანელმა ბრძოლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გზით დაწყო და ორი დღის წინ ევროსასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განჩინებით დაადასტურა, რომ მარიამ ჯიშკარიანის მიმართ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან