აფხაზეთიდან დევნილი ქალის ხელნაკეთი ნამუშევრები და ,,პანდემიის ეფექტი''

09.12.2020 03:01

#პანდემია #ხელნაკეთინამუშევრები #რადიოათინათი #სამეგრელო აფხაზეთიდან დევნილმა 37 წლის დიანა ფასანძემ ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლება და ცხოვრების გახალისება ცოტა ხნის წინ საყვარელი საქმის კეთებით გადაწყვიტა. ბავშვობაში ნასწავლი ხელსაქმე გაიხსენა და თავდაპირველად ქუდების ქსოვა დაიწყო, შემდეგ კი დეკორატიული ნივთების და აქსესუარებს დამზადებას მიჰყო ხელი. ამბობს, რომ უნარები ინტერნეტის საშუალებით გაიუმჯობესა და ლარნაკებს, ჩარჩოებს და სხვა დეკორატიული ნივთებს უკვე მხოლოდ საკუთარი ფანტაზიით ქმნის. თვითნასწავლი ოსტატი პროდუქციის გასაკეთებლად, ძირითადად, ჯვალოს, კანაფის ძაფს და თექას იყენებს. "კერვაც მეხერხება, მინდა დავამზადო პატარა სასაჩუქრე ქისები ბავშვებისთვის, მაგრამ ვერ ვაკეთებ რადგან არც საკერავი მანქანა მაქვს და არც სხვა საჭირო მასალა. მიყვარს ხელნაკეთი ნივთები და ჩემს შექმნილს რომ ვუყურებ ძალიან მომწონს. ნამუშევრების მომზადებისას ერთადერთი იარაღი არის ცხელი წებო და ჩემი ხელები", - ამბობს ის. დიანა პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, მაგრამ ახლა ხელსაქმე მისი ძირითადი საქმიანობაა. გარდა განტვირთვისა და სიახლის ძიებისა მისთვის ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა ჯერ ადგილობრივ მაღაზიებში დაიწყო. პანდემიის დაწყების შემდეგ კი ნივთების რეალიზაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. "პანდემიამდე 2-3 მაღაზიაში დამქონდა ჩემი ნივთები, სადაც მეხმარებოდნენ რეალიზაციაში. დღეს ეს მაღაზიები დაკეტილია და ვერ ვსარგებლობ, თუმცა ახლა სოციალური ქსელის მეშვეობით ვახდენ რეალიზაციას", - გვითხრა დიანა ფასანძემ. ხელსაქმის ოსტატი ამბობს, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მისი ნამუშევრები ინტერნეტში უფრო ცნობადი გახდა. აქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც მისი ხელნაკეთი ნივთების ფოტოებია განთავსებული. პროდუქციის ფასი 5-დან 50 ლარამდე მერყეობს. "პანდემიის შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით უფრო ცნობადი გავხდი. ვსარგებლობ სხვადასხვა ინტერნეტ გაყიდვების გვერდით. მაგალითად, არის ასეთი ჯგუფები "ხელსაქმის მოყვარულთა ჯგუფი", "ქსოვის მოყვარულთა ჯგუფი", "გარდერობი ზუგდიდი", სადაც შემიძლია დავდო ყველა ჩემი ნივთი, ასევე მწერენ პირადში და ვსარგებლობ ამ გვერდებით", - თქვა მან. დიანა ამბობს, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია ნაძვის ხეები და ნაქსოვი ქუდები, თუმცა შეკვეთების შესრულებას საკმარისი ხელსაწყოების არქონისა და დახურული მაღაზიების გამო დროულად ვერ ახერხებს. "ბევრი შეკვეთა მაქვს, მაგრამ საკანცელარიო მაღაზიებიც დაკეტილია, მჭირდება ძაფები და ვერ ვყიდულობ", - აღნიშნა მან. მომავალში საქმიანობის გაფართოებას და პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს. სურს ფარდები, ჩანთები და მაგიდის გადასაფარებლები შეკეროს. ამისთვის კი ინდმეწარმედ დარეგისტრირებას და დაფინანსების მოპოვებას შეეცდება. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"ეკო-ხელნაკეთი\" - აფხაზეთიდან დევნილი ოსტატი ქალის ბიზნესად ქცეული საქმიანობა
02:44

"ეკო-ხელნაკეთი" - აფხაზეთიდან დევნილი ოსტატი ქალის ბიზნესად...

Radio Atinati

#არტიშოკი აფხაზეთიდან დევნილი ქალის დიდ დიღომში წარმოებული აჯიკა და სანელებლები
05:28

#არტიშოკი აფხაზეთიდან დევნილი ქალის დიდ დიღომში წარმოებული ა...

პირველი არხი - ფერმა

ანა ხოფერია - ავტობუსის მძღოლი ზუგდიდში, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს
02:34

ანა ხოფერია - ავტობუსის მძღოლი ზუგდიდში, რომელიც სტერეოტიპებ...

Radio Atinati

ირუზა კაკავა   დევნილი ქალი კონფლიქტის ზონიდან
06:02

ირუზა კაკავა დევნილი ქალი კონფლიქტის ზონიდან

Radio Atinati

#ნაშუადღევს ქალი - ხელოსანი
03:19

#ნაშუადღევს ქალი - ხელოსანი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლუდა სალიას ისტორია | აფხაზეთიდან დევნილი ქალი, რომელმაც ჭუბერის ჯოჯოხეთი გამოიარა
05:39

ლუდა სალიას ისტორია | აფხაზეთიდან დევნილი ქალი, რომელმაც ჭუბ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

საახალწლო სამზადისი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელში
03:17

საახალწლო სამზადისი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

79 წლის დევნილი ქალი აფხაზეთიდან 28 წელია სახლში აბაზანის გარეშე ცხოვრობს
02:05

79 წლის დევნილი ქალი აფხაზეთიდან 28 წელია სახლში აბაზანის გა...

netgazeti ge

ყველა ვიდეო