აჭარის მთავრობის საქმიანობის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები

06/08/2022
Sulkhan Meskhidze-ის მიერ

#მთავრობა #თორნიკერიჟვაძე #აჭარა #პოლიტიკა #ანგარიში


აჭარის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ტრადიციულად, უფრო მეტი დრო დაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებებს დაეთმო, ვიდრე შინაარსობრივ ნაწილს.

მძიმე ბრალდებები ორივე მხრიდან ისმოდა. ხალხზე ზრუნვის მოტივით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ აუდიტორიას ისევ, 9=10 წელს აყვედრიან, არადა რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშეა.

ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო ნაგავსაყრელის გახსნა, ახალი სასაფლაოს ექსპლუატაციაში მიღება, ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სოფლების წყალმომარაგება და გაზიფიცირება, ასევე, მაღალმთიანეთის ინტერნეტიზაცია.

გადაადგილება დღემდე დისკოპფორტულ გარემოში გვიწევს, ცენტრალური ქუჩები გადათხრილია, იქ კი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს ორმოებია. აღარაფერს ვიტყვი, გაუმართავს და ამორტიზებულ მუნიციპალურ ავტობუსებზე.

რეგიონის ხელისუფლებამ დონორების მიერ დარიცხული საგრანტო თანხის გახარჯვაც ვერ შეძლო, რითაც აჭარაში არაერთი პროექტი უნდა განხორციელებულიყო.

პრობლემების ჩამონათვალი ვრცელია, ამ ფონზე კი თორნიკე რიჟვაძე თავს აღდგენილი ტურიზმითა და ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობით იწონებს. რეგიონის პირველ პირის თქმით, გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება.

შენდება სკოლები და სოციალური სახლები, ასევე, „ბათუმის ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება დაიწყო.

ვიდეოები „Sulkhan Meskhidze"-ისგან