თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა
აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს პირველად საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ანგარიშს ახალი კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს. ერთსაათიან ანგარიშში თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მისი თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში აჭარაში სამი ქალაქის მშენებლობა დაიწყო, მოგვარდება მუყაოს ქალაქში თვითნებურად შესახლებულთა პრობლემა, ქობულეთში დაიწყო ნახევარი მილიარდის ღირებულების პროექტის - მწვანე ქალაქის მშენებლობა, ასევე, ბათუმში დაიწყო განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. რიჟვაძის განცხადებით, წლის ბოლომდე აჭარაში საინვესტიციო პაკეტი მიაღწევს მილიარდ ლარს. ოპოზიციის შეფასებით, ანგარიში იყო ზოგადი და მათ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. უმრავლესობის შეფასებით, რიჟვაძემ ამომწურავად წარმოადგინა ანგარიში, ოპოზიციას კი ძირითადად შეკითხვები ჰქონდა იმ მიმართულებით, რაც არის არა აჭარის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა. მცირედი ხმაური მოჰყვა შეკითხვების პროცესს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი შეკითხვებს რეგლამენტით გათვალისწინებული 2 წუთის ნაცვლად 25 წუთის განმავლობაში სვამდა, რის გამოც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა, ამას კი დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ვერავის ვერ გადაუღუნოთ“ - რას ნიშნავს თორნიკე რიჟვაძის მიერ...
ბათუმელები / Batumelebi
თორნიკე რიჟვაძე - " თქვენ ხართ ჭორიკნები... ვერავის ვერ გადა...
ბათუმელები / Batumelebi
აჩი ბერიძე: კვარაში დაკარგული ფული • გეგუჩაძის კონტრაქტი • მ...
Geo Team • ჯეო თიმი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თორნიკე რიჟვაძის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის მთავრობის საქმიანობის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებებ...
Sulkhan Meskhidze
რა შედეგი მოიტანა ბოიკოტმა?
Sulkhan Meskhidze