მკვლელობა ამბროლაურის რაიონში

03.12.2022 00:55

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლაში მკვლელობა მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება დაიწყო. შედეგად, მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებსა და მეზობლებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დრომდე ადგილზე ბრალდებულის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog