პოლიციამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

22.08.2020 00:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ხანძრის კერები ქვეყნის მასშტაბით
02:50

ხანძრის კერები ქვეყნის მასშტაბით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ
06:16

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ ამბროლაურში ერთი პირი დააკავა
00:33

პოლიციამ ამბროლაურში ერთი პირი დააკავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ამბროლაურში 1 პირი დააკავა
00:29

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ამბ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ემეგობრე პოლიციას“ - კამპანია რაჭაში გრძელდება
01:37

„ემეგობრე პოლიციას“ - კამპანია რაჭაში გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერთიანი ეროვნული გამოცდები
01:18

ერთიანი ეროვნული გამოცდები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა - შს მინისტრი

პოლიციამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა - შს მინისტრი

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის 25 პირი დააკავა

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის 25 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო