რეინჯერი ქალი მარტვილიდან
32 წლის ეკა ბაჩილავა 5 წელია მარტვილის დაცული ტერიტორიის რეინჯერია. ამ გადაწყვეტილებამდე ბუნების სიყვარულმა მიიყვანა. მანამდე, ის მარტვილის კანონში მენავედ მუშაობდა. უყვარს თავისი საქმე, სირთულეები არ აშინებს და ამაყობს რომ რეინჯერია. ,,სირთულეები ჩემთვის არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს და კმაყოფილი ვარ აქაურობით. მიყვარს ბუნება, ცხოველები, ადამიანებთან ურთიერთობა, სადაც სამსახურს იწყებ, შენი უნდა იყოს და ყველაფერს დაძლევ’’, - გვითხრა ეკამ. ეკა ბაჩილავა მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში ცხოვრობს. სკოლა მარტვილში დაამთავრა, უნივერსიტეტი კი ქუთაისში. პროფესიით დაწყებითების პედაგოგია, თუმცა მისი თქმით ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია. უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ, რეინჯერობამდე, ეკა სამი წელი მარტვილის კანიონში მენავედ მუშაობდა. ,,გამიჩნდა სურვილი უნივერსიტეტი რომ დავამთავრე გავმხდარიყავი მენავე. ჩემი კერძო ნავი მყავდა აქ და ვემსახურებოდი მოსახელობას, ტურისტებს რომლებიც მოდიოდნენ. ნავები იმდენად დაცული არ იყო ადრე და იყო შემთხვევა, რომ გადმოგვბრუნებია ნავი რამდენჯერმე, მაგრამ დახრჩობის მომენტი არ გვქონია’’, - იხსენებს რეინჯერი. ეკა პატრულირებას 10 საათზე იწყებს, ყოველდღიურად ფეხით დაახლოებით სამ- ოთხ კილომეტრს გადის. ის თავის კოლეგებთან ერთად უფრთხილდება და იცავს მარტვილის დაცულ ტერიტორიას. ,,თითოეული რეინჯერი ვიცავთ ჩვენს ადგილს და ტურისტების უსაფრთხოებას. ამ კორონადან გამომდინარე ტურისტები მოგვაკლდა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა და ტურისტებს ვამხნევებთ, სურათებს ვუღებთ’’, - გვიყვება ეკა. გარდა მარტვილის დაცული ტერიტორიისა ახალგაზრდა რეინჯერი, თანამშრომლებთან ერთად, ბალდის კანიონს, კაღუს ჩანჩქერს და ონიორეს ჩანჩქერს იცავს. ეკა ამბობს, რომ მის არჩევანს გარშემომყოფები თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა დღეს უკვე ბევრ გოგოს სურს რეინჯერობა. ,, ყველას ვეუბნები, რომ რეინჯერობა ძალიან მაგარია და ბუნება, ცხოველები, ფრინველები უნდა უყვარდეთ. ახალგაზრდები ექსკურსიაზე, რომ მოდიან რეინჯერის საქმიანობაზე ვუყვები. სადაც კი მივდივარ ან გავივლი მკითხავენ ჩემი ფორმის შესახებ, ყველას ვეუბნები, რომ ძალიან მაგარ სამსახურში ვმუშაობთქო. ზოგმა იცის რეინჯერი რას ნიშნავს, ზოგმა არა... უკვე ბევრი გოგო ინტერესდება ამ საქმით და ხშირად მეკითხებიან ვაკანსიები არის თუ არა ჩვენთან“, -გვითხრა ეკამ. დაცული ტერიტორიების სააგენტოში სულ 400 რეინჯერი მუშაობს, მათგან ქალი მხოლოდ ხუთია: ბელა ნამგალაძე - სათაფლიას ნაკრძალი, სალომე იდოიძე - თუშეთის ეროვნულ პარკი, თეკლა ხიბლაშვილი – ფშავ-ხევსურეთი, ლუსინე დოსტიბეგიანი - ალგეთის ეროვნულ პარკი და ჩვენი რესპოდენტი. ეკას იმედი აქვს, რომ მომავალში ბუნებას უფრო მეტი ქალი დაიცავს და გაუფრთხილდება. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რეინჯერი - ვახტანგ ხელაია
Radio Atinati
#არტიშოკი 25 წლის რეინჯერი გოგო თეთრიწყაროდან
პირველი არხი - ფერმა
ვიდეო ტური | ალგეთის ეროვნული პარკი | ქალი რეინჯერი - ლუსინე...
დაცული ტერიტორიების სააგენტო
პირველად გადაცემაში #ფერმა - ეგზოტიკური ცხოველი, შინშილა და...
პირველი არხი - ფერმა
“მოჭრილი ხე დაეცა თუ მოტყდა ხე, არ ვიცით” - სააგენტო ბორჯომე...
ტელეკომპანია ბორჯომი
რეინჯერი - ფინალური გათამაშება 02.03.2020
Crystalbet Official
ბუნების სამსახურში - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის #რეინ...
GreenWay - გრინვეი
Eco რეინჯერი
Eco Ranger