94 წლის ოლია ბებო: მილიონი რომ მომცენ, ხეს არ გავყიდი
სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, ან მე შევაკვდები ან მოვკლავ ვინმეს“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 94 წლის მარტოხელა ოლია თოდუამ, რომელიც ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს და 150 წლის მაგნოლიის გაყიდვა არ სურს. ამბობს, რომ ბოლო დროს მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ. თავდაპირველად მას რადიო „ათინათის“ გადამღები ჯგუფიც „ხის მაძიებლები“ ეგონა და საპირისპიროს დასამტკიცებლად საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. „მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. არა, ფულს გამოვართმევ, გავხევ და დავუბრუნებ... ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, მკლავენ ნერვიულობით“, - ამბობს ოლია ბებო. გვიყვება, რომ ეზო, სადაც მთელი ცხოვრება ოჯახთან ერთად გაატარა და მაგნოლიის ხე დგას, მამამისისთვის დავით დადიანს უჩუქნია. ამბობს, რომ მამამისი დაოჯახებამდე სამეგრელოს მთავართან მსახურობდა და ცხოვრობდა.„პატარა ვიყავი, როცა მამა ამ ხის შესახებ მიყვებოდა. მე რომ პატარა ვიყავი, ეს ხე უკვე დიდი იყო... სულ პატარა ნერგი მოუტანია მამას სოფელ რუხიდან, არ ვიცი, ვინ მისცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას უმიზეზოდ არ დარგავდა. მამა დავით დადიანთან მსახურობდა, დაოჯახება რომ გადაწყვიტა. ეს მიწაც დადიანმა მისცა მას. ეს ადგილი ნაეკლესიარია და აქ მიცვალებულების სამარხებია, ვფიქრობ, აქ მაგნოლია სწორედ ამიტომ დარგეს“, - თქვა მან.მაგნოლიას ფესვები თითქმის მთელ ეზოში აქვს გადგმული, ისინი ოდა სახლის ქვეშ და დამხმარე ნაგებობებშიც აღწევენ. „ამ ხეს ვუვლიდი, ტოტებსაც კი არ ვაჭრიდი. ეზოში დაყრილ ფოთლებს სათითაოდ ვაგროვებდი. სახლიც კი არ ავაშენე... საძირკველი რომ გამეკეთებინა, ფესვებს საფრთხეს შევუქმნიდი“, - ამბობს ოლია ბებო და დასძენს, რომ ეს ხე მისი ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს რადიო 94 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
94 წლის მოწაფე #shortvideo
შვედური მაგიდა
94 წლის მილიონერი, რომელიც დღემდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში...
TV IMEDI
მეც მიკვირს, როგორ ვმუშაობ დღემდე - 94 წლის ექთანი ბათუმიდან
ბათუმელები / Batumelebi
ოკუპანტებმა 94 წლის მოხუცი ჯერ დაატყვევეს, მოგვიანებით კი გა...
POS TV
ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
PalitraNews
პრაიმშოუ და Crystalbet 94 წლის ნათელა თედიაშვილის დასახმარებ...
TV IMEDI
მეეზოვე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster