მუნიციპალური არჩევნები თურქეთში
თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმების დათვლა გრძელდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყველა ძირითად ქალაქში, კერძოდ სტამბოლში, ანკარასა და იზმირში „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს. ბიულეტენების 95 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ სტამბოლში მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ მოქმედი პრეზიდენტი ექრემ იმამოღლუ 51,09 პროცენტით ლიდერობს, ხოლო „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“ მის კონკურენტს გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, მურათ ქურუმს 39,59 პროცენტი აქვს. თურქეთის დედაქალაქში მოქმედი მერი, მანსურ იავასი 60,35 პროცენტით ლიდერობს, ხოლო ტურგუტ ალტინოკს 31,69 პროცენტი აქვს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები „მათი დემოკრატიის შესაფერისად“ დასრულდა. მისივე თქმით, ეს გარდამტეხი მომენტია, რადგან თურქებმა გამოიყენეს საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის გზავნილების გადასაცემად. სტამბოლის მერმა ექრემ იმამოღლუმ კი განაცხადა, რომ „ერთი კაცის მმართველობა დღეს დასრულდა“. არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მუნიციპალური არჩევნები თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუნიციპალური არჩევნები თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, პირველი აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
23 რა ხდება: მივდივარ ცხელ წერტილში;კადიროვის გავლენები საქა...
Anri Kurtanidze
ვაშინგტონი დღეს, 29 ოქტომბერი, 2017
ამერიკის ხმა
რეფერენდუმი თუ მუნიციპალური არჩევნები - ინტერვიუ ვახტანგ მეგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2021 პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გია ნოდია Edison Research-ის კვლევის შედეგებზე
Formula News