© - https://mtisambebi.ge/ - „ჩვენ ვრჩებით საქართველოში და არ ვტოვებთ ხევსურეთს! იმედი გვაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მეტი ყურადღება მიექცეს შატილს. სახელმწიფო როცა ამბობს, რომ ხელს უწყობს ახალგაზრდა ოჯახებს მაღალმთიან სოფლებში, აბსურდულად ჟღერს. სამედიცინო მომსახურება არ გვაქვს. როცა შვილს გააჩენ და ექიმთან ვერ მიიყვან, გამოდის, იმეტებ, რამე რომ დასჭირდეს, ვერავინ დაეხმარება. ადრე ხომ აჩენდნენო ბავშვებს მთაში - ეს იყო ურთულესი. ხშირად ბევრ შვილს აჩენდნენ, რომ რამდენიმე მაინც გადარჩენილიყო“ - მარგარეტ დაიაური.