ასოცირების შეთანხმების ანგარიში და შეფასებები

15.08.2022 03:21

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ, გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. დოკუმენტში წერია, რომ საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ჩანს უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. რაც შეეხება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან საქართველოს დამოკიდებულების შეფასებას, დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთსა და ბელარუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში განსახორციელებლად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ასოცირების შეთანხმების ანგარიში და შეფასებები
04:26

ასოცირების შეთანხმების ანგარიში და შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე - შეფასებები თბილისში
06:02

ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე - შეფასებები თბი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში
04:11

ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში
02:24

ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპარლამენტის ანგარიში - შეფასებები თბილისში
04:53

ევროპარლამენტის ანგარიში - შეფასებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპარლამენტის ანგარიში - გამოხმაურებები
03:04

ევროპარლამენტის ანგარიში - გამოხმაურებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშზე
01:32

შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპარლამენტის ანგარიში და გრიგოლ ვაშაძის პოზიცია
04:41

ევროპარლამენტის ანგარიში და გრიგოლ ვაშაძის პოზიცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო