პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30.03.2023 00:20

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, ბრალდებული ყალბად სარგებლობდა პროკურორის სტატუსით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს ეცნობოდა როგორც საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებული პირი. დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და მას ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ექვს ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მივმართავთ საზოგადოებას, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის ან/და მისი რომელიმე თანამშრომლის სახელის გამოყენებით მსგავსი ან სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-p...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
01:14

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზ...

საქართველოს პროკურატურა

სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი
01:47

სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხი...

საქართველოს პროკურატურა

დაკავება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე
01:31

დაკავება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
01:42

პროკურატურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
00:39

პროკურატურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით...

საქართველოს პროკურატურა

ეკა ხარებავა, პროკურორი
02:04

ეკა ხარებავა, პროკურორი

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა
01:41

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუ...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების  ფაქტზე 3 პირი დააკავა
01:25

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქ...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო