ანა ხოფერია - ავტობუსის მძღოლი ზუგდიდში, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს
06/15/2022
Radio Atinati-ის
მიერ
უკვე სამი თვეა, აფხაზეთიდან დევნილი ანა ხოფერია სამუშაო დღეს დილის 7 საათზე იწყებს და საღამოს 8-ზე ასრულებს. ის პირველი ქალია, რომელიც ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის - ავტობუსის მძღოლად მუშაობს და მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი.
ზუგდიდში ავტობუსის ერთადერთი ქალი მძოლი ყოველ დილით განსაკუთრებულად ემზადება და ცდილობს, მგზავრებს პოზიტიური განწყობით დახვდეს. ხშირად სტერეოტიპულ აზროვნებასთან შეჯახება უწევს, თუმცა, ნელ-ნელა ეჩვევა და ამბობს, რომ ამაში მისი საქმისადმი სიყვარული ეხმარება.
,,ჩვენთან არის ასეთი სტერეოტიპი - ქალი როგორ ატარებს ამხელა ავტობუსს, მარტო კაცებს შეუძლიათ, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გვეჩვენება და ჩანს, უბრალოდ, ყურადღებასთან არის დაკავშირებული, შენი თვალით უნდა აღიქვა. უკანა სარკეებით, გვერდზე სარკეებით ვმუშაობთ, ჩემთვის მარტივია უკვე, თავიდან მეც ესე ვფიქრობდი, სანამ ამ ავტობუსზე არ დავჯდებოდი. მეგონა, რომ ძალიან ძნელი იყო და ვერ შევძლებდი, მაგრამ შეუძლებელი არ არსებობს არაფერი. თავიდან ძალიან არ სჯეროდათ, რომ მძღოლი ვიყავი, ქალიაო, ჩაილაპარაკებდნენ. მეკითხებოდნენ, მართვის მოწმობა თუ მქონდა... ახლა ხელს მიქნევენ, უფრო პოზიტიური განწყობაა, მეფერებიან ტკბილი, კარგი სიტყვებით’’, - გვეუბნება ანა და გზას განაგრძობს.
დღეს ის მგზავრების კომბინატიდან ფაიფურამდე ემსახურება. ამ მარშუტით გადაადგილება თვეში რამდენჯერნე უწევს და სურს, უფრო სული დატვირთვით იმუშაობს. დეტალურად გვიხსნის, რა განრიგით უწევთ ზუგდიდელ მძღოლებს მთელი დღის განმავლობაში მუშაობა და რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მათგანს.
სამთვიანი გამოცდილების შემდეგ ახალგაზრდა მძღოლი რადიო ,,ათინათთან’’ პირველ სამუშაო დღეს იხსენებს, რომელიც მისთვის ძალიან ემოციური იყო.
,,პირველი დღეს ვცდილობდი, რომ მომეთოკა ჩემი ემოციები, ჩავისუნთქავდი და ვაგრძელებდი გზას, მგზავრებზე გადამქონდა ძირითადად ყურადღება. პირველ დღეს, როცა მოვაბრუნე ავტობუსი, 8 მგზავრი იჯდა ჩემ უკან და ყველა ფეხზე იდგა, ალბათ, არ მენდობოდნენ, რადგან ქალი ვარ“, - ამბობს ანა.
პროფესიით სამართალმცოდნემ ავტობუსის მძღოლობამდე რამდენიმე სამსახურში იმუშავა, თუმცა, საბოლოოდ, ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსები გაიარა და შესაბამისი მართვის მოწმობა აიღო. ტრანსპორტისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. მანამდე სურდა, ტრაილერი ემართა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ავტობუსის მძღოლობაზე შეაჩერა.
ამბობს, რომ ზუგდიდის ქუჩები მალევე აითვისა და ახლა ეს საქმე, გარდა იმისა, რომ შემოსავლის წყაროა, სიამოვნებას ანიჭებს. იმედოვნებს, რომ სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, ავტობუსის მძღოლობა ქალის კი არა, „კაცის საქმეა“, მალე სრულად დაიმსხვრევა და ამაში მცირე წვლილი თავადაც შეაქვს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm