პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას განიხილავს

27.12.2021 10:22

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა. ორი წლის წინ შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი უქმდება და მის ნაცვლად ორი სამსახური ყალიბდება. უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ პროცესი მისი ინფორმირების და უწყებასთან კონსულტაციების გარეშე დაჩქარებულად მიმდინარეობს. კანონპროექტის მომზადება თოლორაიას დეკრეტულ შვებულებას დაემთხვა. ხელისუფლება ცვლილებებს აპარატის მიერ შეთავსებული ორი ფუნქციის - პერსონალური მონაცემების დაცვის და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობით ასაბუთებს და თავის დროზე ორი ფუნქციის გაერთიანებას უკვე დღეს არასწორად აცხადებს. თუმცა, პროცესის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს ოპოზიცია, რომელიც ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს. თოლორაიას უწყება იკვლევს, გახდა თუ არა 8 ნოემბერს, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ოპოზიციის, სახალხო დამცველის და საერთაშორისო პარტნიორების ნეგატიური რეაქციების მიუხედავად, თვის ბოლოს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა
09:28

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის გა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეუთო/ოდირის პასუხი სახალხო დამცველს და შეფასებები
08:24

ეუთო/ოდირის პასუხი სახალხო დამცველს და შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელენე ხოშტარიას პოზიცია
01:01

ელენე ხოშტარიას პოზიცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ
06:09

კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„რეგიონის დროით\" --გადაცემა V _ 22/12/2013
43:07

„რეგიონის დროით" --გადაცემა V _ 22/12/2013

R-CSN Georgia

კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ
06:03

კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინსპექტორის სამსახურის რეფორმა
07:51

ინსპექტორის სამსახურის რეფორმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კომენტარი ე.წ. გასაღების ფლობაზე_მაესტროს 9იანი_26.11.2014
00:27

კომენტარი ე.წ. გასაღების ფლობაზე_მაესტროს 9იანი_26.11.2014

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ყველა ვიდეო