ონლაინ ვაჭრობა და კიბერ-დანაშაულის რისკები

07.12.2022 03:59

კიბერ-თაღლითობის გაზრდილი რისკები. წინა სადღესასწაულო დღეებში ონლაინ ვაჭრობის დროს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მთავარი მოწოდებაა, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად გაუფრთხილდეს პირადი მონაცემებს და ონლაინ-ყიდვის დროს სანდო და არასანდო ბმულები ერთმანეთისგან გაარჩიოს. „გაფრთხილდი და გააფრთხილე“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციამ მოქალაქეების დასაცავად და მათთვის კონკრეტული რჩევების მისაცემად დაიწყო. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კიბერ-თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, ე.წ. ონლაინ-ფიშინგი სახელდება, რაც ყალბი ვებ-გვერდის ბმულის შემცველი შეტყობინების გაგზავნით მოქალაქის პირადი მონაცემების თაღლითური გზით დაუფლებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: