ონლაინ ვაჭრობა, ქირა, აღზრდა... და გადასახადები I ექსპერტი ფინედუზე

05/24/2022
Finedu-ის მიერ

ონლაინ ვაჭრობა, ქირა, აღზრდა... და გადასახადები I ექსპერტი ფინედუზე

როდისაა სავალდებულო გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია?
რას ნიშნავს ნებაყოფლობითი რეგისტრაცია და გადამხდელისათვის რა უპირატესობა შეიძლება მას მოჰქონდეს? დარღვევებს რა ტიპის სანქციები უკავშირდება?

რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ სპიკერი სწორედ თვითდასაქმებულების საგადასახადო რეგულირებაზე ისაუბრებს.

რუბრიკის მოწვეული ექსპერტია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი - იონა კიზირია.

00:00 - დასაწყისი;
03:10 - ონლაინ ვაჭრობა, ქირა, აღზრდა... და გადასახადები;
26:30 - როცა დავრეგისტრირდი საცხოვრებელი ფართის გაქირავების ამ სპეციალურ რეესტრში, ავტვირთე ქირავნობის მოქმედი ხელშეკრულება. თუ ის მოქირავნე მიდის და მოდის ახალი, რამე ცვლილება საჭიროა? ახალი ხელშეკრულება უნდა ავტვირთოთ ან რამე ცვლილების შესახებ უნდა განვაცხადოთ?
28:40 - 1-წლიანი ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებაზე რამეს ხომ არ გვეტყოდით? თუ ეს საგადასახადო ვალდებულებებთან არაა კავშირში?
30:32 - მოგესალმებით! თუ დამფუძნებელი (50%) აქირავებს თავის კომპანიაზე კომერციულ ფართს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება რამეს უნდა მივაქციოთ?
33:08 - საცხოვრებელი ბინის გაქირავებისას მიღებული პრაქტიკაა, რომ აგენტები/შუამავლები დადებული ხელშეკრულებიდან იღებენ გარკვეულ ნაწილს (მაგალითად 1 თვის ქირის ღირებულებას). დეკლარაციისა და გადასახადის გადახდისას ეს თანხა უნდა გამოვაკლოთ? თუ ეს მაინც ჩვენს შემოსავლებად ითვლება და მასზე მაინც ვიხდით გადასახადს?
36:20 - გვაქვს იმპორტი საწარმოში და შეტყობინება მივიღეთ 2022 წლის 1 ივნისამდე გაიარონ რეგისტრაცია მგვ ელექტრონულ რეესტრში waste.mepa.gov.ge. ხოლო, 2022 წლის 1 ივლისიდან შემოსავლების სამსახურს წარუდგინონ მგვ შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. როგორ დავრეგისტრირდე?
42:48 - თუ დამუძნებელი ქირის თანხას არ აიღებს მაშინ რა ხდება?
46:28 - როცა დამქირავებელი თვითონ იხდის კომუნალურებს - პირდაპირ რიცხვავს პროვაიდერთან და არ ურიცხავს გამქირავებელს - ეს გამქირავებელმა ქირის თანხას უნდა მიუმატოს, როგორც შემოსავალი?
48:12 - ონლაინ მომსახურებაზეც რომ გვითხრათ? როგორ იბეგრება?
49:49 - ქირით მქონდა აღებული 2018 წელს რამდენიმე ობიექტი ხელშეკრულების საფუძველზე ვიხდიდი ქირას მაგრამ 5 % მე არ მიჩანდა;
51:23 - ვართ მცირე მეწარმე.დაქირავებული გვაქვს ფართი იჯარის გადასახადში შედის კომუნალური გადასახადები.მცირე ბიზნესის ჟურნალში ეს უნდა დაფიქსირდეს სადმე?
53:53 - ჯარიმებზე/პასუხისმგებლობებზეც რომ გვითხრათ - თითოეულ შემთხვევაში, იჯარის, ინტერნეტვაჭრობისას როცა ვარღვევთ კანონით დადგენილ მოთხოვნებს რა შეიძლება დაგვეკისროს?
55:15 - საერთაშორისო გადაზიდვების დროს საზღვარგარეთ გაწეულ ხარჯზე (საწვავი, მომსახურება ავტომობილის) ჩეკი საკმარისია ?
56:22 - პასუხი დამიზუსტოთ უსასყიდლო გაქირავებაზე;
01:02:29 - ონლაინ ვაჭრობას ი.მ რეგისტრაცია ჭირდება?
01:03:10 - რა მეთვლება ეკონომიკურ საქმიანობად? როდის ვხვდები რეგულაციაში?
01:08:41 - დასასრული.

გახსოვდეთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, რისკებისა და შესაძლებლობების რეალისტურად შეფასებაა. შეფასებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა დაგეხმარებათ.

#ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ექსპერტიფინედუზე

ვიდეოები „Finedu"-ისგან