კონგრესმენის ღია წერილი - შეფასებები
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ის „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“. მარკუეინ მალინი აცხადებს, რომ უერთდება კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბოლოდროინდელ წერილს, რომელიც ხაზს უსვამდა შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უარი ითქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველო განაგრძობს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ოპოზიციის განცხადებით, ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ მთავრობის პირობებში ქვეყანაში დემორკატია არ არის, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი პირის პოზიცია და საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ყველა დონეზე წარმატებით გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კიზინგერის ღია წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონგრესმენის ღია წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონგრესმენის წერილს პოლიტიკოსები ეხმაურებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონგრესმენების ღია წერილი
TV IMEDI
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონგრესმენის წერილი ფრონტერას დასაცავად - გია ვოლსკი გადაცე...
TV IMEDI
კონგრესმენის მიერ წარმოთქმული ლოცვა
Vladimer Chikobava
კონგრესმენის წერილი ფრონტერას დასაცავად - ანდრია გვიდიანი დ...
TV IMEDI