რუსი სამხედროები საქართველოს გარეთ, ნატო საქართველოში, რუსეთი ვერ განსაზღვრავს, რომელ ქვეყანას სურს ალიანსის წევრობა და ვის შეეხება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა - ასეთი განცხადებები ისმოდა დღეს ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებზე, რომლის 65-ე საშემოდგომო სესია დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიხსნა.
კომიტეტებზე დღეს ორი ანგარიში დაამტკიცეს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. კენჭი უყარეს ამერიკელი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლისა და გერმანელი მომხსენებლის, ურსულა შმიდტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს, რომელშიც რუსულ ოკუპაციაზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ქვეყნის შიგნით დემოკრატიის გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრობენ.
ანტიკორუფციული ინდექსის 2018 წლის რეიტინგში, საქართველო წინ უსწრებს ნატო-ს წევრ 10 ქვეყანას, საქართველო შესანიშნავ როლს ასრულებს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ალიანსმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მისი წევრობის პროცესში - ეს არის ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ამონარიდები დღეს განხილული ანგარიშებიდან.
ანა ბროლაძე განავრცობს თემას ლონდონიდან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.