IBSU-ს სატელევიზიო ჟურნალი N3

21.03.2023 19:20

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა იმუშავეს "სატელევიზიო ჟურნალზე".
გადაცემის თემა - Gen Z, იგივე თაობა Z, ანუ ადამიანები 18-დან 29 წლის ჩათვლით, რომლებმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მარტის აქციების მიმდინარეობისას და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აქციის შედეგებში.

გადაცემაში გაეცნობით: Gen Z-ის ინტერესებსა და ღირებულებებს. გაიგებთ, თუ რა იყო მათი მთავარი მესიჯები აქციაზე, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი როლი ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე ნახავთ ინტერვიუს ფსიქოლოგ, იზა კობიაშვილთან, რომელიც გვიზიარებს Gen Z-თან მუშაობის გამოცდილებას.

გადაცემაზე მუშაობდნენ: დავით მათიაშვილი, ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, ლუკა ამბალია, ანა ძაბახიძე, ირინე ჯაფარიძე, ანანო ქრისტესიაშვილი.

#ibsu #ibsutv #ibsumedia #ibsujournalism #ჟურნალისტიკა #სტუდენტები #2022

გაზიარება:
EstateHub